,,სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს”- გიორგი გახარია

,,ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს – იმ გარემოებებში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ  საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყო განხილული.

„საერთოდ, ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს უნდა მივესალმოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის. ეს იქნება სამუშაო ადგილების სიმცირე, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში სხვადასხვა კონკურენციები.

ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე არ ზრუნავდეს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები