,,ვნახეთ, რა მოჰყვა 2014 და 2022 წლებში უკრაინაში იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, რუსულ აგრესიას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში 2014 და 2022 წლებში.

„ეს წლები არის ერთი მხრივ წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს – 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2 ათასზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ამ წლების გამავლობაში ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, თავის დროზე, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, ვნახეთ, რა მოჰყვა ამას 2014 წელს უკრაინაში, როგორ გაგრძელდა ეს 2022 წელს უკრაინაში, ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები