,,ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ათასობით რუსი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას. მისივე თქმით, ის, რომ ტურისტი რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს  არის პოპულიზმი.

,,ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი რომელსაც ისტერია გამოიწვიოს, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები