,,ცივილურმა სამყარომ 14 წლის შემდეგ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია”- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაცია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები