რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 27 203 სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკრაინაში  27 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

უწყების ცნობით, სულ დარეგისტრირებულია 27 203 სამხედრო დანაშაული, საიდანაც 26 190 დანაშაული ეხება ომის კანონებისა და წესების დარღვევას, 73 – აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებასა და წარმოებას, 28 – ომის პროპაგანდას, 912 კი, სხვა ტიპის დანაშაულს.

ამასთან, რეგისტრირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 12 724 დანაშაული, მათგან 8 783 ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას, 1 525 – სახელმწიფო ღალატს, 1 800 – თანამშრომლობას, 113 – აგრესორ სახელმწიფოს დახმარებას, 64 – დივერსიას და 439 სხვა დანაშაულს.

პროკურატურამ 1 451 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მსგავსი თემები