უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ის რაკეტებით, რუსი ოკუპანტების დროებით განლაგებას შეუტიეს

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით,  8 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ის რაკეტებით, ქალაქის სამრეწველო ობიექტებზე, რუსი ოკუპანტების დროებით განლაგებას შეუტიეს.

,,წინასწარი შეფასებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. 100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც იმ ღამეს დროებით ყაზარმებში იმყოფებოდნენ, კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო და მათი მშობლები უკვე ირჩევენ Lada-ს მანქანის მოდელს და ფერს”, – განცხადა ივან ფედოროვმა.

მსგავსი თემები