კოსოვოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ჟურნალისტი დააკავეს

კოსოვოში დააკავეს  რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

არსებული ინფორმაციით, დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა. ჟურნალისტი ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.

კოსოვოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა  რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.

მსგავსი თემები