მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 67 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით,  ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 438,445 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის,  191,156 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, 247,289 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი. ამოღებული მასლა დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოსა „საქმიან ეზოებში“.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 14 – ქვემო ქართლის, 11 – შიდა ქართლის, 5 – სამცხე-ჯავახეთის,  13 – იმერეთის,  ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევის ფაქტებზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

მსგავსი თემები