მარჯანიშვილზე გაშიშვლებული მამაკაცი და მისი პარტნიორი ქალი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ

თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარეთ, ღია სივრცეში, ქუჩაში გაშიშვლებულ მამაკაცსა და ქალზე, რომლებიც შეურაცხმყოფელი ქმედებით იყვნენ დაკავებულები, შსს-მ მოკვლევა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ისინი არა რუსეთის, არამედ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, სადაც შიშველი კაცი და ქალი, ქუჩაში წვანან და სექსუალური კავშირიან არიან დაკავებული სოცალურ ქსელში გავრცელდა. ის ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო, რომელიც ფაქტს შეესწრო. მომხდარი უამრავმა ადამიანმა ნახა, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდა.

მსგავსი თემები