„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწაულის ძალით არ აიწია ჰაერში“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრანული მხარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და გაეროს მიმართავს, მოითხოვონ, რუსეთმა სასწრაფოდ  დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია.

„ევროპის ბევრ ქალაქში ეს შაბათი დილა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ გუშინ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სასწაულის ძალით არ აიწია ჰაერში. რუსებმა აიღეს ელექტროსადგური და აწყობენ პროვოკაციებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და გაერომ რუსეთისგან მკაცრად უნდა მოითხოვონ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და ის სპეცილაური კომისიის კონტროლს დაუქვემდებარონ“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.

 

მსგავსი თემები