კლინიკის ხელმძღვანელის დაჭრისთვის 80 წლის ექიმი დააკავეს

   80 წლის ექიმი, რომელმაც საკუთარი კოლეგა და კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი გიორგი გალდავა დაჭრა, დაკავებულია. ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, შელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. … ვრცლად კლინიკის ხელმძღვანელის დაჭრისთვის 80 წლის ექიმი დააკავეს