„ნულოვანი ტოლერანტობა“ – ისრაელის პრემიერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც  იაირ ლაპიდი ამბობს, ისრაელზე თავდასხმის მხდელობის შემთხვევაში, მის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ექნება.

„ისრაელი არ იქნება გულხელდაკრეფილი, როცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ მის მშვიდობიან მოსახლეობას.  ვისი დაპატიმრებაც საჭირო იქნება, დაკავებული იქნება. ისრაელის ხალხი ძლიერია, მათ ესმით შეკავების მნიშვნელობა, ისინი სამხრეთის მცხოვრებლების გვერდით დგანან. ჩვენი უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის. მტერს ძალით, ერთად დავუპირისპირდებით… ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელი ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, თეირანში იმყოფება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი“ – აცხადებს პრემიერი.

 

მსგავსი თემები