რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 371, ხარკოვის ოლქში – 195, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 54, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 221 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 230 სრულად განადგურდა.

 

მსგავსი თემები