„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელესბ, სადაც  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს აკრიტიკებს. ზელენსკის განცხადებით, ორგანიზაცია ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ შეეცადა ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნესტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე თქმით, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტულია.

„აგრესია ჩვენს წინააღმდეგ არის არაპროვოცირებული და უბრალოდ ტერორისტული და თუ ვინმე ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აგრესორი და მსხვერპლი რაღაც ფორმით გათანაბრებულია; თუ ზოგიერთი მონაცემი მსხვერპლის შესახებ არის გაანალიზებული, როდესაც ის, რაც აგრესორმა გააკეთა, იგნორირებულია, მაშინ ეს ანგარიში მიუღებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ,„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, რითიც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს.

მსგავსი თემები