,,ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, თუმცა გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და ძალიან სისხლიანი“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. თუმცა,  უნდა გავაცნობიეროთ, რომ გზა ამ დიალოგისკენ არის გრძელი და სამწუხაროდ, ძალიან სისხლიანი“,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა.

მისივე თქმით, ომის დაწყებამდე  რუსეთისგან მომავალი საფრთხის შესახებ რამდენიმე  სახელმწიფოს ლიდერს მიმართა, რათა ომის პრევენცია მომხდარიყო.

„მე ბევრი რამისთვის ვიყავი მზად. მე პუტინს ვურეკავდი. დავურეკე რამდენჯერმე. რუსები მუდამ პოულობდნენ მიზეზს, რომ ეს დიალოგი არ შემდგარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი 24 თებერვალს ჩვენს მიწაზე მოვიდნენ ჩვენს მოსაკლავად, აწამებდნენ ადამიანებს… ამის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა?! ისევ დამერეკა?!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პუტინი ტერორისტია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მიმართ დაუნდობელია.

„ისინი მუდამ საუბრობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ეს სიცრუეა. რა დიალოგია ეს? ისინი ჩვენ ხელ-ფეხს გვიკრავენ. ენას ამოგვაგლეჯენ და შემდეგ მზად არიან სალაპარაკოდ. ეს არ არის დიალოგი. ის ტერორისტია, რომელიც ძალას გრძნობს და ადამიანის სიცოცხლის მიმართ დაუნდობელია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები