„ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ”- მამუკა მდინარაძე ლომჯარიაზე

,,გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა ნინო ლომჯარიამ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ  ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობებში,”- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის საქმიანობა.

მდინარაძის თქმით, მას არ ეგონა თუ ნინო ლომჯარია ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა.

,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებას იცნობს, დემოკრატიული გადაწყვეტა იყო ეს. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის, ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენ მიმართ კრიტიკული იქნებოდა. კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ პირადად მე, ნამდვილად არ მეგონა, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები