,,კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, აბსოლუტურად არარელევანტურია”- ირაკლი კობახიძე

,,კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეალურად ნიკანორ მელია და ნიკა გვარამია ესხმოდნენ თავს  თავიანთი გამონათქვამებით სტრატეგიულ პარტნიორებს.

„გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა. ჩვენს შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის კითხვები, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ეს მათაც კარგად იციან, ეს არის ერთგვარი კამპანია, თუმცა ეს კამპანია სრული წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

,,მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია”- 48 ოპოზიციონერი დეპუტატი – (mcm.ge)

მსგავსი თემები