მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხ პირობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, კრემლთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ოთხივე პირობას ასახელებს. პოდოლიაკი ერთ-ერთ პირობად უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების საჭიროებაზეც საუბრობს.

„რუსეთთან მოსალაპარაკებლად საჭიროა სწორი პოზიცია. ეს მოიცავს ოთხ მარტივ შემადგენელ პუნქტს: 1. შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რათა რუსეთის ლოჯისტიკა განადგურდეს. 2. საჰაერო თავდაცვითი და ანტისარაკეტო სისტემები, რათა უკრაინული ქალაქები იყოს დაცული. 3. შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები – საუკეთესო მონადირეები, 4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევისთვის“, – წერს ,,ტვიტერზე” მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი თემები