აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის  სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი “პარლამენტს” უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ   მასალები, რომლებიც  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხებოდა, პარლამენტს უკან დაუბრუნა.

როგორც ირკვევა, განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო. ე.წ. პარლამენტს შეუძლია აღნიშნული  გადაწყვეტილება გაასაჩივროს 3 დღის ვადაში  ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთისთვის,  ბიჭვინთაში არსებული 184 ჰექტარის ფართობის მიწის გადაცემას აპირებს, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი.

დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში – ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპირებს – (mcm.ge)

მსგავსი თემები