საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთით 30-მდე დასახლება დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 30-მდე დასახლება დაბომბეს.

,,სამხრეთის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან მიკოლაევი, პრიბუზკოი და 25 სხვა დასახლება დაბომბა. ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან და მიმართავენ  ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმულაციებს.

,,რუსი ოკუპანტები მსხვერპლს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და ეძებენ რაიმე შანსს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად. მიმართავენ თვითდასახიჩრებისა და ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმულაციებს.

ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებას განაგრძობენ და უშეცდომოდ უწევენ საცეცხლე მხარდაჭერას ჩვენს დანაყოფებს ოპერაციის ზონებში.

ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ!”, – აცხადებენ გენშტაბში.

მსგავსი თემები