ნედ პრაისი ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, დაძაბულობის შესამცირებლად მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო. ნედ პრაისის განცხადებით,  ყურადღებით ადევნებს თვალყურს ადგილზე არსებულ ვითარებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ, დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ნათქვამაია ნედ პრაისის განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს – (mcm.ge)

მსგავსი თემები