,,ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა“- ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება.

„ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევა. მას აქვს სერიოზული გავლენა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველზე და ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ცნობით, ნენსი პელოსის  ტაივანში ჩასვლა ძირს უთხრის ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრეთა „სეპარატისტულ“ ძალებს არასწორ სიგნალს უგზავნის.

მსგავსი თემები