მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის ვითარება დაძაბულია. მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო დაიწყო.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით,  3 აგვისტოს დილით სომხური შეიარაღებული ძალების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ლაჩინის რეგიონის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციები დაბომბეს, რის  შედეგადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

მსგავსი თემები