,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა შემცირდა.

„დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა 17.5% – ია, რაც მინიმალური მონაცემებია და სხვა წლებთან შედარებით დაწეულია. ვიცით, რომ 2020 წელს 19.5%-ი იყო. 2012 წელს, დაახლოებით 30%-ს მიღმა იყო, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 30%-დან 17.5%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. საერთო სურათი არის ასეთი, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები