„საუბარი, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, არის ჰიბრიდული ომის ნაწილი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადება ეხმიანება, რომლის თქმითაც: ,,ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი”.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომლიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.

„საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები