,,არ გამოვრიცხავთ, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია”- გურამ მაჭარაშვილი

,,ქართული ოცნებიდან” წასული გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატები ახალ პარტიაში გაერთიანდნენ.

,,არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის მხრიდან არ არის იმ კითხვებზე პასუხები გაცემული რა კითხვებიც იქნა გაჟღერებული. გვაქვს მიზნად დასახული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავაცილოთ ამ ურთიერთობებს ის ზიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა გუშინ, სახალხო მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.

მსგავსი თემები