„ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან”,  განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით მათ პრობლემა არ ექნებათ.

„ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება. იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და მოჰყვა ასევე განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები