ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტაივანის ხელისუფლება მკაცრად გმობს  ჩინეთის ქმედებებს, რადგან აღნიშნული მათივე თქმით, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად.

არსებული ცნობით,  წვრთნები ნენსი პელოსის წასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები