რუსეთმა დონეცკი დაბომბა – დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

,,2 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში, კრასნოგორივკაში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 7 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ამჟამად შეუძლებელია”, – განაცხადა კირილენკომ.

მსგავსი თემები