,,ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია”- ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.​ ნენსი პელოსის განცხადებით, ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

ცაი ინ-ვენმა ნენსი პელოსს ტაივანში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ ძალადობას ძლიერი გავლენა ექნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტაივანი არ დანებდება და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, – აღნიშნა ცაი ინ-ვენმა.

მსგავსი თემები