,,რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის.

მისი თქმით,  ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს ლენოვკაში მომხდარი ტერაქტი განიხილა.

„რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის თავდაცვითი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთანამშრომლობაა, რომელიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს? რა თქმა უნდა, ოკუპანტები ამაზე პრინციპულ პასუხს ბრძოლის ველზე მიიღებენ. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები