,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი  დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს”- ჯონ კირბი

,,აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პატივს სცემს ნენსი პელოსის გადაწყვეტილებას, ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი, როგორც ყოფილი სენატორი, სრულად პატივს სცემს კონგრესის წევრების უფლებას და პრეროგატივას, გულწრფელად რომ ვთქვათ, კონგრესის წევრების პასუხისმგებლობას, ჩართონ პალატის სპიკერი საზღვარგარეთ გამგზავრებაში”- აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, ჯონ კირბის განმარტებით, აღნიშნული ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს.

„არ გვსურს, რომ ეს რაიმე სახის კრიზისში ან კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა კიბრიმ.

მსგავსი თემები