„მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“ – ნენსი პელოსი

ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ტაივანის მიმართ.

„კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში. მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.

ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება პარტნიორისადმი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – საუბარია განცხადებაში.

ამ განცხადებას ოფიციალური ჩინეთიც გამოეხმაურა.

„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და “ტაივანის დამოუკიდებლობის” სეპარატისტულმა ძალებმა“, – ასეთია ჩინეთის საგერო მინისტრის შეფასება ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტზე.

მსგავსი თემები