თალაკვაძე მედვედევის განცხადებს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ისტორიას ვერავინ გადაწერს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს არსებობის 5 000 წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს.

აღნიშნული  განცხადება დიმიტრი მედვედევის „პოსტს“ ეხებოდა, რომელიც მის გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

„ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მედვედების გვერდზე გავრცელებულ გზავნილს, მის მიხედვით, კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, საუბარია, რომ  საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში.

მოგვიანებით „პოსტი“ წაიშალა და განცხადებაც გაკეთდა, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს.

მსგავსი თემები