,,ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი ტაივანში, წმინდა პროვოკაციაა“- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს მან პროვოკაციად შეაფასა და ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა ნენსი პელოსი ტაივანში, თუმცა ყველაფერი, რაც ამ ტურს უკავშირდება და შესაძლო ვიზიტი ტაივანში, წმინდა პროვოკაციაა“, – განაცხადა  დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი აზიურ ტურნეში იმყოფება.  სავარაუდოდ ნენსი პელოსი  ტაივანში დღეს საღამოს ჩავა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს.„ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მსგავსი თემები