,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

,,საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ,”- განაცხადა დავით არახამიამ.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები