,,კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“ შეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?!”- ვაშაძე მედვედევის განცხადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძე რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

ვაშაძის თქმით, მედვედევი აღნიშნული განცხადებით ცდილობს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი.

,,არავის არაფერი გაუტეხავს, ეს მედვედევის პერსონალური პოზიციაა და არა მხოლოდ მისი, ეს არის მთლიანად რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთი არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს არ აღიარებს როგორც სახელმწიფოებს. თუ ჩვენ ეს კარგად არ გავიაზრეთ, რამხელა საფრთხის მატარებელია ეს ყველაფერი, წინ ვერ წავალთ. ამიტომ კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რას ფიქრობენ რუსეთის ხელისუფლებაზშეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?! სხვათა შორის, შეგახსენებთ, მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი კი არ არის, ძალიან მაღალი თანამდებობის პირია რუსეთის ფედერაციაში, რომელმაც გააკეთა განცხადება, რითაც სურს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი. ამ დამცირებას როგორ პასუხობს ის “ტრიადა” თუ “კვარტეტი” (სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძე-მაჭარაშვილი)და დანარჩენები – პრორუსული „ქართული ოცნების“ ორი სხვადასხვა განაყოფი?! პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა ეს კითხვა – ბატონო კობახიძე, ხომ არ გაგიჩნდათ პოზიცია, კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?!”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები