კალიფორნიაში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში ,,მაიმუნის ყვავილის” გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  კალიფორნიის გუბერნატორმის, გევინ ნიუსომის განცხადებით,საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მიზანი, ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურებაა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება  ადგილობრივ ხელისუფლებას დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სამუშაოების კოორდინაციაში დაეხმარება.

კალიფორნიამ უკვე მიიღო მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 61 ათასი დოზა. აცრილია 25 000 ადამიანი. თუმცა იგეგმება უფრო მეტი ვაქცინის წარმოება.

 

მსგავსი თემები