უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელსაც აკონტროლებს სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

„პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – აღნიშნა  ვერეშჩუკმა.

უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე.

მსგავსი თემები