,,თბილისის უფასო სასადილოებში, როცა მენიუში წვნიანია, ბენეფიციარებს მხოლოდ პური გააქვთ, რაც შეიძლება აიხსნას საკვების დაწუნებით”- ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელეს. ომბუდსმენის შეფასებით, საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში,  ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს, მაში, როდესაც  მენიუში მხოლოდ წვნიანებია.

,,კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა”,- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები