რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში  საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი

კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  ალექსანდრ ვოლკულის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მიკროავტობუსს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ვილკულის ცნობით, მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხორციელდებოდა. საოკუპაციო ძალებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი თემები