გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულ 8 ადამიანს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს  2 აგვისტოს 11 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

შეგახსენებთ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი დაიღუპნენ.

მსგავსი თემები