„საქართველო ომში არ ჩაერთვება“ – კახა კალაძე

თბილის მერი კახა კალაძე მედიასთან იმ ბანერებზე საუბრობს, რომელიც დღეს დილით ქალაქში გაჩნდა. ბანერის სლოგანი შემდეგია: „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს.“

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ხელისუფლება  საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება.

„არ ვიცი, რა კამპანიაა და რას ემსახურება ეს ბანერი. გამიჭირდება ამაზე რაიმე კონკრეტიკა. ალბათ, ეს შეკითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვათ, რომელიც დგას ამ კამპანიის უკან და ისინი უფრო ვრცლად გეტყვიან. რაც შეეხება ომის დაწყებას და საქართველოს ჩართვას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ. უამრავი კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, პოლიტიკური, პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გაკეთებული განცხადება და ა.შ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენს ხალხს და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, საქართველო ომში არ ჩაერთვება“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები