,,უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარება გამოყო.

,,ჩვენ უკრაინისთვის 500 მილიონ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოვყავით. ხვალ დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ.

ეს ერთი მილიარდი ევრო უკრაინას დაეხმარება დაუყოვნებლელი ფინანსური საჭიროებების მოგვარებასა და ქვეყანას გადამწყვეტ ფაზაში გააძლიერებს”, – აღნიშნავს ურსულა ფო დერ ლაიენი.

მსგავსი თემები