„საზოგადოება დაღალეს ამ უაზრო საუბრით“ – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არგადაყვანის თემის განხილვით საზოგადოება უკვე დაიღალა.

„მოსახლეობა დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით. საქართველოში არის 9500 პატიმარი და 9 500 პატიმარ იხდის სასჯელს. ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას.

მსგავსი თემები