,,12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.

„12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვეთ, დაემუშავებიათ კონკრეტული ჩარჩო, ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების გაძლიერება და შემდგომი ცვლილებები. ამიტომ, მოვისმენთ მათ ხედვას, პოზიციებს. ხუთშაბათს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ღინისძიებებს და იმუშავებს ამ ორი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო სექტორი, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული. პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მსგავსი თემები