რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, “აზოვსტალი” ტექნოპარკი გახდება

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა, რუსულ მედიასთან  დროებით ოკუპირებული მარიუპოლის “აღდგენის” გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  “აზოვსტალიტექნოპარკი გახდება. მარატ ხუსნულინის თქმით, ვლადიმერ პუტინის დავალებით ქალაქში ახალ პარკებს გახსნიან.

მისივე ცნობით,   პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება

შეგახსენებთ, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ მარიუპოლის 90% განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 150 000 ადამიანი იმყოფება, რომელთა ნაწილს ამ დრომდე არ აქვს სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი.

მსგავსი თემები