აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი პიტბულის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში, ლონგ-აილენდზე  მცხოვრები ქართველი პიანისტი, მარინა გაბუნია-ვერესტი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. მედიის ინფორმაციით, ძაღლი გარდაცვლილის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა.

70 წლის ქალის დასახიჩრებული  ცხედარი სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქმარმა საკუთარი სახლის უკანა ეზოში იპოვა.

„პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს. პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, – წერს გამოცემა NBC New York-ი.

მედიის ცნობით,  ძაღლმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციაზეც სცადა თავდასხმა, რის გამოც, სამართალდამცველებმა მას ესროლეს და მოკლეს.

მსგავსი თემები