,,გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს”- ელენე ხოშტარია

,,ჩვენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება არის მტრული ნაბიჯი ომის პირობებში.

“ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში, ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწეულია, თუ ეს ასე არ არის მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენ ქვეყანას – გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის მერიამ თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა – (mcm.ge)

მსგავსი თემები