უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა

უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა. გემი 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული.

„უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

როგორც ცნობილია, უკრაინული ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის 22 ივლისს გაფორმდა.

 

მსგავსი თემები